2024 წლის პირველ დეკემბერს რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და დირექტორის მოადგილემ ნინო ბერულავამ, რუმინეთის მუდმივმოქმედი საარჩევნო ადმინისტრაციის მოწვევით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში მიიღეს მონაწილეობა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სწავლების ცენტრის დირექტორი და დირექტორის მოადგილე რუმინეთის მუდმივმოქმედი საარჩევნო ადმინისტრაციის პრეზიდენტს ტონი გრებლას შეხვდნენ, დაესწრნენ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ორგანიზებულ ბრიფინგებს და არჩევნების დღეს კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესს დააკვირდნენ.