საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სწავლების ცენტრმა ქალთა საარჩევნო შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებით მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა

07.10.2024
ბეჭდვა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, საარჩევნო პროცესებში ქალთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, სწავლების ცენტრმა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების ქალ წარმომადგენლებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.

ღია პლატფორმის ფორმატში, მიმდინარე ეტაპზე შეხვედრა 7 ოქტომბერს დისტანციურ ფორმატში გაიმართა. გახსნის ნაწილში მონაწილეებს სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი მიესალმა, რომელმაც ქალთა საარჩევნო შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებით საგანმანათლებლო კომპონენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართებით საარჩევნო ადმინისტრაციასთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტები მიმოიხილა.

თემატურად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, სწავლების ცენტრის ექსპერტ-ტრენერმა პოლიტიკური პარტიების ქალ წარმომადგენლებთან საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობის გლობალური გამოწვევები განიხილა, მათ შორის, გენდერული სტერეოტიპები, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა, კიბერ-შევიწროება და ისაუბრა მათი დაძლევისთვის საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებულ ინსტრუმენტებზე. საარჩევნო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრაზე ასევე დეტალურად იქნა განხილული საარჩევნო ტექნოლოგიური სიახლეები და ელექტრონული აპარატების გამოყენებით 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე კენჭისყრის პროცესის წარმართვის ძირითადი ასპექტები. 

პროექტის კონცეფციის მიხედვით, საინფორმაციო-სასწავლო კურსი ჰიბრიდული მეთოდით ჩატარდა: 4 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში პირისპირ შეხვედრის ფორმატში და 7 ოქტომბერს დისტანციური პლატფორმის გამოყენებით. ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების  წარმომადგენლებმა და საჯარო პოლიტიკაში აქტიურად ჩართულმა  ქალებმა მიიღეს (ჯამში 40 მონაწილე).

 

 

 

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
171819202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia