საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაცია და სწავლების ცენტრი საარჩევნო პროცესებში ქალთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს

05.10.2024
ბეჭდვა

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი), საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (ცესკო) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან (უსკო) პარტნიორობით, არჩევნებზე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების ქალ წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს.  

4 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში გამართული ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. მათ საარჩევნო პროცესებში ქალთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების მექანიზმების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სტრატეგიული ამოცანის შესაბამისად, სწავლების ცენტრის ექსპერტ-ტრენერებმა, თემატურად შემუშავებული საინფორმაციო სასწავლო პროგრამის ფარგლებში, პოლიტიკურ პარტიების ქალ წარმომადგენლებთან შემდეგი ძირითადი საკითხები განიხილეს: საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა; წარმატებული ქალების მაგალითები საარჩევნო/პოლიტიკურ ცხოვრებაში; გენდერული სტერეოტიპები, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა, კიბერ-შევიწროება და მათი დაძლევისთვის საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული ინსტრუმენტები. ამასთან, საარჩევნო ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებული ტექნოლოგიური სიახლეები. მეტი თვალსაჩინოებისთვის მონაწილეები უშუალოდ ჩაერთნენ ელექტრონული აპარატების გამოყენებით ხმის მიცემის პროცესის სიმულაციაში.

საინფორმაციო შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების  წარმომადგენლები და საჯარო პოლიტიკაში აქტიურად ჩართული  ქალები ესწრებოდნენ (27 მონაწილე). პროექტი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ გეგმას ეხმიანება და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
17
1819202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia