საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა. სარეგისტრაციო პროცესი 2024 წლის 7-13 მარტის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა, როგორც დისტანციურად (ელექტრონული ფორმით), ისე საქართველოს მასშტაბით 11 მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მომსახურების მიზნებისთვის შექმნილი სამდივნოების მეშვეობით.
გამოცდის ჩაბარების სურვილი, რეგისტრაციის შედეგების მიხედვით 970-მა მოქალაქემ დააფიქსირა (ქალი-666; კაცი-304), რაც, გამოცდაზე ჯამურად მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით 22%-ს შეადგენს (საგამოცდო ცენტრების მიხედვით რეგისტრირებულ გამოსაცდელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე).
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები 22-27 მარტს განხორციელდება.
საგამოცდო ცენტრებში გამოცდის მიმდინარეობაზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია: ააიპ საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია - 2 დამკვირვებლით.
სერტიფიცირების გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.
საგამოცდო ტესტები ხელმისაწვდომია ბმულზე (საკითხები გამოცდაზე უცვლელი ფორმით გამოიყენება).
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |