2024 წლის 19 თებერვლიდან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება.
საგამოცდო ცენტრები საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს და მოქალაქეებს გამოცდის ჩასაბარებლად შერჩეულ ლოკაციებზე მომსახურებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული გამოცდის სამდივნოების წევრები გაუწევენ.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების სურვილი, რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, 2490-მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც, გამოცდაზე ჯამურად მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით 85%-ს შეადგენს (საგამოცდო ცენტრების მიხედვით რეგისტრირებულ გამოსაცდელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე).
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნებისთვის, სწავლების ცენტრმა უზრუნველყო საგამოცდო ტესტების თარგმნა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე. გამოცდა ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდება და ნათარგმნი საგამოცდო ტესტები უცვლელი ფორმით გამოიყენება სერტიფიცირების პროცესში.
ტესტები ხელმისაწვდომია ბმულებზე:
საგამოცდო ცენტრებში გამოცდის მიმდინარეობაზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - 8 დამკვირვებლით.
გამოცდის ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ:
გამოსაცდელი სერტიფიცირების გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ერთხელ, სარეგისტრაციო ბარათში მითითებული საგამოცდო ცენტრის მიხედვით, საგამოცდო თარიღისა და დროის დაცვით.
საგამოცდო დარბაზში დაშვების პროცედურის გავლის მიზნებისთვის, მოქალაქე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე 10 წუთით ადრე, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
გამოცდის მიმდინარეობისას გამოსაცდელს ეკრძალება: საგამოცდო დარბაზის დატოვება; ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების, ჩანაწერების ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება; გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა; ტექნიკური საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონის შეტანა, გამოყენება.
გამოსაცდელი, რომელიც არ გამოცხადდება გამოცდაზე, დაგვიანებით გამოცხადდება, ან გამოცდის მიმდინარეობისას დაარღვევს დადგენილ წესებს მოიხსნება გამოცდიდან.
სერტიფიცირების გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით.
სერტიფიცირების გამოცდების ჩატარებას სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 61 21 11
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |