საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდები დასრულდა.
მოქალაქეებს 8 მუნიციპალიტეტში გახსნილი საგამოცდო ცენტრები მოემსახურა. გამოცდის ჩაბარების მსურველებს საშუალება ჰქონდათ აერჩიათ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოქმედი საგამოცდო ცენტრი: თელავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა.
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნებისთვის, სწავლების ცენტრმა უზრუნველყო საგამოცდო ტესტების თარგმნა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე. გამოცდა ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა.
გამოცდაზე ჯამურად რეგისტრირებული 1689 მოქალაქიდან საგამოცდო ცენტრებში 1266 გამოსაცდელი გამოცხადდა. გამოცდის ჩაბარების შედეგების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიკატი 1245-მა პირმა მიიღო (ქალი-536; კაცი-709). საგამოცდო ცენტრების მიხედვით დამუშავებული დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომია ბმულზე.
საგამოცდო ცენტრებში გამოცდის მიმდინარეობას აკვირდებოდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - 8 დამკვირვებლით.
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდები, მიმდინარე წლის 29 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, განახორციელა.
19 თებერვლიდან გათვალისწინებულია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სერტიფიცირების გამოცდების ჩატარება (რეგისტრაციის წესი და გამოცდის შესახებ სხვა დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |