საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

პირველი ოქტომბრის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა გადამზადება დაიწყო

24.08.2023
ბეჭდვა

2023 წლის პირველი ოქტომბრის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის  სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა გადამზადება დაიწყო. მოსამზადებელი კურსის გავლის შემდგომ ტრენერები შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ინტენსიურ სასწავლო პროგრამებს ჩაუტარებენ, რომლის მიზანი საარჩევნო ადმინისტრატორების პროფესიული განვითარება და კენჭისყრის პროცესში ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური მომსახურების განხორციელების ხელშეწყობაა.

როგორც ცნობილია, ამომრჩევლები პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ. არჩევნებისთვის შექმნილი 133 საარჩევნო უბნიდან 103 უბანზე კენჭისყრა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარდება, 30 საარჩევნო უბანზე კი არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე გაიმართება. სწორედ აღნიშნულ სიახლეებზე ორიენტირებით და კენჭისყრის ჩატარების პროცედურული სპეციფიკების გათვალისწინებით სწავლების ცენტრმა შეიმუშავა შესაბამისი სასწავლო პროგრამები საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის.

ტრენერთა ტრენინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. მათ საარჩევნო პროცესის ეფექტიანად განხორციელებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პროფესიული გადამზადების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ყურადღება გაამახვილეს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სიახლეებზე და კენჭისყრის საორგანიზაციო/ლოჯისტიკურ საკითხებზე.

სწავლების ცენტრის დირექტორმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის შემუშავებული სასწავლო პროგრამების კონცეფციები, რომლის მიხედვით ტრენინგები ოთხ ეტაპად ჩატარდება, აქედან, სამი ეტაპი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების ინტენსიურ გადამზადებას ეთმობა, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების სხვა წევრები პრაქტიკულ სწავლებას ორ ეტაპად გაივლიან:

I ეტაპის ტრენინგი

ტრენინგის ჩატარების პერიოდი: 04-06 სექტემბერი, 2023 წელი

ტრენინგის სამიზნე აუდიტორია: საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი)

II ეტაპის ტრენინგი

ტრენინგის ჩატარების პერიოდი: 08-12 სექტემბერი, 2023 წელი

ტრენინგის სამიზნე აუდიტორია: საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრები

III ეტაპის ტრენინგი

ტრენინგის ჩატარების პერიოდი: 17-21 სექტემბერი, 2023 წელი

ტრენინგის სამიზნე აუდიტორია: საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა და სპეცჯგუფის წევრები

IV ეტაპის ტრენინგი

ტრენინგის ჩატარების პერიოდი: 23-25 სექტემბერი, 2023 წელი

ტრენინგის სამიზნე აუდიტორია: საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი)

ამასთან, გათვალისწინებულია დამატებითი ეტაპის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საუბნო საარჩევნო კომისიის შეცვლილი წევრები და ის წევრები, ვინც ვერ დაესწრნენ განვლილი ტრენინგების ეტაპს.

სწავლების ცენტრმა ტრენერთა ტრენინგი 24 აგვისტოს დაიწყო და 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში განახორციელებს, რომლის ფარგლებში გადამზადებას 40 ტრენერი გაივლის. მათ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთათვის ჩასატარებელი პროცედურული ტრენინგების დეტალური გრაფიკები ტრენინგების დაწყებამდე ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე გასაჯაროვდება.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
სექტემბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia