EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები გრძელდება (II ეტაპი)

2023 წლის 12 აპრილიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების II ეტაპი იწყება, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის გადამზადებას ეთმობა.

სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული პროფილური სატრენინგო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან კენჭისყრის პროცესში ამომრჩევლებისთვის განსახორციელებელი სერვისის პრაქტიკულ ასპექტებს. ყურადღება გამახვილდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საორგანიზაციო უფლებამოსილებები;
  • კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის გასანაწილებელი ფუნქციები და მათი შესრულების ტექნიკა;
  • ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო უბანზე და გადასატანი საარჩევნო ყუთით;
  • საარჩევნო უბნის დახურვა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საორგანიზაციო უფლებამოსილებები ხმის დათვლის პროცედურისთვის მზადების მიმართულებით;
  • ხმების დათვლის პროცესის მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის გასანაწილებელი ფუნქციები და მათი შესრულების ტექნიკა.

პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები განახორციელებენ კენჭისყრის პროცესის ეპიზოდურ ინსცენირებებს. საარჩევნო კომისიებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება, სატრენინგო პროგრამა ითვალისწინებს პროცედურების მოდელირებას ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების გამოყენებით.

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები II ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ 12 - 21 აპრილის პერიოდში. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პირველი ეტაპის ტრენინგები 2023 წლის 11 აპრილს განხორციელდა, მასში მონაწილეობა მიიღო 164 საუბნო საარჩევნო კომისიის 444 ხელმძღვანელმა პირმა. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.