საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო შეხვედრები საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებთან

27.03.2023
ბეჭდვა

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) საოლქო საარჩევნო კომისიებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.

კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ინტეგრირება კომპლექსური პროცესია - მოითხოვს ამომრჩევლების ქცევის ტრანსფორმირებისთვის აუცილებელი საინფორმაციო პროგრამების განხორციელებას, ასევე სერვისის მიმწოდებელი საარჩევნო კომისიების პროფესიული უნარების განვითარებას. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა აღნიშნეს, ცესკო და სწავლების ცენტრი გეგმავს სამუშაო შეხვედრების ციკლს საარჩევნო ადმინისტრატორებთან, რაც ხელს შეუწყობს რეფორმით შემოთავაზებული სიახლეების გაცნობას და კენჭისყრის პროცესში ელექტრონული აპარატების ეფექტიანად მართვას.  

აღნიშნული მიზნით, მიმდინარე წლის 27 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით სწავლების ცენტრი  ინსტრუქტაჟს უტარებს 63 საოლქო  საარჩევნო კომისიის წევრებს (სრული შემადგენლობით), რომლის ფარგლებშიც მონაწილეები დეტალურად გაეცნობიან საარჩევნო პროცესში ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების მუშაობის წესს.

სამოქმედო გეგმის შესაბამისად სწავლების ცენტრის წარმომადგენლები, 18-25 აპრილის პერიოდში, საინფორმაციო შეხვედრებს ასევე გამართავენ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებში ჩართული 10 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის (5 წლის ვადით არჩეული და საარჩევნო პერიოდისთვის პარტიების მიერ დანიშნული წევრების შემადგენლობით). ინსტრუქტაჟი მოიცავს აპარატების ფუნქციონირების პრაქტიკული ასპექტების გაცნობასა და საოლქო საარჩევნო კომისიის მანდატის ფარგლებში განსახორციელებელი სხვა საკითხების განხილვას.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
171819202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia