საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესი ინკლუზიურად მიმდინარეობს

23.12.2022
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაცია 2023-2026 წლების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს. წელს პირველად აღნიშნული პროცესი განსხვავებული მიდგომით, ინკლუზიურად და თანამშრომელთა მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს. სწორედ აღნიშნული გეგმის დეტალური განხილვის, ახალი სტრატეგიული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების  განხილვის მიზნით გაიმართა გასვლითი სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა საარჩევნო ადმინისტრაციის და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს.

სამუშაო შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა რენატა ლევოვსკიმ გახსნეს. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა საარჩევნო რეფორმისა და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის საჭიროებებიდან გამომდინარე საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმის პრიორიტეტები განახლების პროცესშია და განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ინკლუზიურად მიმდინარეობს.

„მინდა აღვნიშნო, რომ სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობის პროცესში ამ მასშტაბით თანამშრომელთა ჩართვა, მათი მოსაზრებების მოსმენა და გათვალისწინება პირველად მოხდა. შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით დოკუმენტი განახლდება. რა თქმა უნდა, სტრატეგიულ გეგმას ასევე განვიხილავთ სხვადასხვა ჩართულ მხარესთან, მათ შორის ახლად შექმნილი სამუშაო ჯგუფების ფორმატში. ჩვენთვის მათი მოსაზრებების მოსმენა მნიშვნელოვანია, რათა ადმინისტრაციის წინაშე არსებულ ყველა საჭიროებასა და გამოწვევაზე პასუხი შესაბამისი აქტივობით მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესის უკვე მრავალწლიანი მხარდამჭერია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და სწორედ მათი ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა ეს გასვლითი ღონისძიება“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. 

„საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება“, „ინსტიტუციური გაძლიერება“ და  „ტექნოლოგიური განვითარება“ - ეს ის სამი სტრატეგიული პრიორიტეტია, რომლის შესახებაც სამუშაო შეხვედრის მიმდინარეობისას ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს. ისინი ასევე გაეცნენ საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული პოლიტიკის შეფასებას, რომელიც IFES-ის ექსპერტმა წარადგინა

გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესის, სიტუაციის ანალიზის, საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციის სტრატეგიის,  საარჩევნო პროცესებზე დეზინფორმაციის გავლენის, საჯარო დაწესებულებაში მმართველობითი სტრუქტურის, მართვის პროცესის, ორგანიზაციული კულტურის, გუნდის მნიშვნელობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. აღნიშნულ თემებზე გაიმართა დისკუსია. 

სამუშაო შეხვედრა ცესკოს ორგანიზებით, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ექსპერტული და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული გეგმის პროცესზე მუშაობა პირველ ეტაპზე სტრატეგიული დაგეგმარების ჯგუფმა დაიწყო, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა და რომლის შემადგენლობაშიც როგორც ცესკოს სტრუქტურული ერთეულების, ისე საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები შედიან. დაგეგმვის პროცესში ჯგუფმა საჭიროებების იდენტიფიცირებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ცესკოს ყველა სტრუქტურულ ერთეულთან გამართა შეხვედრა.  შემუშავებული დოკუმენტის პროექტი კი უპრეცედენტოდ მაღალი ჩართულობით ფართომასშტაბიანი სამუშაო შეხვედრის ფორმატში იქნა განხილული.  პროცესში კიდევ უფრო მეტი ინკლუზიურობის ელემენტის შეტანის მიზნით კი საბოლოო დოკუმენტის მიღებამდე სტრატეგიული გეგმის პროექტი განხილული იქნება საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
121314
15
161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia