საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ელექტრონული ტექნოლოგიები და ახალგაზრდები - ცესკომ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

16.12.2022
ბეჭდვა

საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდებთან შეხვედრებს აგრძელებს. სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს, დღეს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შეხვდა  და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში არჩევნების როლზე და საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვაზე ისაუბრა.

“ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საარჩევნო პროცესისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის. საშუალო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ, თავიანთ პირველ არჩევანს გაკეთებენ 2024 წლის არჩევნებზე, მაშინ როდესაც დღეს არსებული ინიციატივის ფარგლებში ფართომასშტაბიანად იქნება დანერგილი ტექნოლოგიები საარჩევნო პროცესში,“- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით როგორც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე სხვა ქვეყნების გამოცდილების, ასევე ადმინისტრაციის მიერ უკვე განხორციელებული საპილოტე პროექტების შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდებს ცესკოს წავლების ცენტრის ტრენერებმა ნინო კიკალიშვილმა და ცოტნე ზაბახიძემ მიაწოდეს. ახალგაზრდები ასევე დეტალურად გაეცნენ და პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა.

ცესკოში მოსწავლეთა ვიზიტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, პროექტის- "პოლიტიკური განათლების სკოლა" ფარგლებში განხორციელდა.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718
19
202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia