საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სამუშაო შეხვედრა სექსუალური შევიწროების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით

01.11.2022
ბეჭდვა

სექსუალური შევიწროების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილმა გახსნეს. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, შეხვედრის მთავარი მიზანია ცესკოს თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმის ეფექტიანი ამოქმედებისა და გენდერულად მგრძნობიარე სამუშაო გარემოს ხელშესაწყობად.

„საქართველო საარჩევნო ადმინისტრაცია გახლავთ ერთ-ერთი იმ უწყებათაგან, რომელმაც უზრუნველყო სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების დანერგვა და შესაბამისი პოლიტიკის განსაზღვრა. გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის დაიგეგმა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება და სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმის ეფექტიანი იმპლემენტაცია“,- განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

როგორც საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილმა შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა:„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანერგა სექსუალური შევიწროების გასაჩივრების და პრევენციის მექანიზმი და დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში კომისიის წევრებს, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს და სხვა კოლეგებს ვესაუბრებით უშუალოდ რა ფენომენია სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილას, როგორ უნდა მოხდეს მსგავსი ფაქტების პრევენცია და როგორ უნდა გაუმჯობესდეს შიდა უწყებრივი პასუხი ასეთ შემთხვევებზე“.

დღევანდელ სამუშაო შეხვედრაში ცესკოს გენდერული საბჭოს წარმომადგენლები, ცესკოს წევრები, სწავლების ცენტრისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. ასევე დაგეგმილია თემატური შეხვედრები საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებთან და ტრენერთა ტრენინგი ამ მიმართულებით.

სამუშაო შეხვედრა დღეს, ცესკოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.

ვიდეო გალერეა

სამუშაო შეხვედრა სექსუალური შევიწროების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
789101112
13
14151617181920
21222324252627
28293031   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia