საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები გრძელდება

22.09.2022
ბეჭდვა

ცესკოს სწავლების ცენტრი აგრძელებს საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებს 2022 წლის პირველი ოქტომბრის სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, სადაც ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება.

16 სექტემბერს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა სენაკში გამართულ საინფორმაციო-სასწავლო შეხვედრაზე საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს დეტალურად გააცნეს კენჭისყრის პროცესში გამოსაყენებელი აპარატების ფუნქციონირების წესი.

23 სექტემბრიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების III ეტაპი, რომელიც ეთმობა №64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული 3 საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის გადამზადებას. ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას საარჩევნო უბნის გახსნიდან მისი დახურვის ჩათვლით პერიოდში კომისიის წევრთა მიერ განსახორციელებელ ფუნქციებზე. პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები დეტალურად გაეცნობიან ხმების ელექტრონული მთვლელი აპარატის და ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის მუშაობის წესს და პრაქტიკული სწავლების ფორმატში ტექნოლოგიების გამოყენებით განახორციელებენ კენჭისყრის პროცესის ეპიზოდურ ინცენირებებს. ყურადღება გამახვილდება საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცედურაზე, მათ შორის, ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოფიქსაციის ასპექტებზე და კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე.

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა III ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს 2022 წლის 23-24 სექტემბრის პერიოდში. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა II ეტაპის ტრენინგი 2022 წლის 19 სექტემბერს განხორციელდა, მასში მონაწილეობა მიიღო სამი საუბნო საარჩევნო კომისიის 8 ხელმძღვანელმა პირმა. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28
293031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia