2022 წლის 19 სექტემბრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო, რომელიც 30 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება. აღნიშნული გამოცდის ჩასაბარებლად 1033 მოქალაქე დარეგისტრირდა.
თითოეული გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი, რომელიც მოიცავს:
სასერტიფიკაციო გამოცდაზე უცვლელად გამოიყენება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული ტესტები (მათემატიკური ტესტების ნაწილში, გამოცდის ჩატარებისას იცვლება მხოლოდ რიცხვითი მონაცემები).
სასერტიფიკაციო გამოცდა ელექტრონული ტესტირების მეთოდით წარიმართება და მისი ხანგრძლივობა 1 საათია. ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.
სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N138 (ცესკოს ადმინისტრაციული შენობა). გამოსაცდელი სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ერთხელ, სარეგისტრაციო ბარათში მითითებული საგამოცდო თარიღისა და დროის დაცვით (მოქალაქე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს გამოცდის დაწყების დრომდე 10 წუთით ადრე). გამოსაცდელი, რომელიც არ გამოცხადდება გამოცდაზე ან დაგვიანებით გამოცხადდება, მოიხსნება გამოცდიდან.
გამოსაცდელმა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადებისას თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |