საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სენაკში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა

19.09.2022
ბეჭდვა

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩასატარებლად  მზადება გრძელდება. 

სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატების, ასევე ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით იმიტირებული კენჭისყრა სენაკში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გაიმართა. იმიტირებულ არჩევნებს ცესკოს აპარატისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. იმიტირებული კენჭისყრის პროცესმა წარმატებით ჩაიარა და როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, ისე ამომრჩევლის სტატუსით მონაწილე პირებმა ელექტრონული ტექნოლოგიები მარტივად გამოიყენეს.

სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნები 2022 წლის პირველ ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება. საპილოტე პროექტის ფარგლებში სამივე უბანზე საარჩევნო პროცედურების - ამომრჩევლის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესში გამოყენებული იქნება ელექტრონული ტექნოლოგიები.

აღსანიშნავია, რომ სენაკის არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაცია სიახლის სახით პირველად გამოიყენებს სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატებს. შესაბამისად, ამომრჩეველს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეეძლება მისვლა და რეგისტრაციის (ვერიფიკაციის) პროცედურის გავლა. ეს კი თავის მხრივ შეამცირებს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგებს და გაამარტივებს პროცედურას. 

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია 2018 წლიდან წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა მწარმოებლების ელექტრონული საშუალებების პილოტირებას.

ვიდეო გალერეა

ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სენაკში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718
19
202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia