საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკოში სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატის პრეზენტაცია გაიმართა

15.09.2022
ბეჭდვა

2022 წლის პირველი ოქტომბრის სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების, მათ შორის სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატის გამოყენებით ჩატარდება. აპარატის პრეზენტაცია დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გაიმართა და მას ცესკოს ხელმძღვანელი პირები, წევრები, სწავლების ცენტრის და აპარატის თანამშრომლები დაესწრნენ.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, ეს სიახლე ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო გაჯანსაღებას და დახვეწას.

„სენაკის შუალედური არჩევნები არის მორიგი შესაძლებლობა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, რომ უზრუნველვყოთ ტექნოლოგიური საშუალებების ტესტირება და პილოტირება. შესაბამისად, ეს არჩევნებიც არ არის გამონაკლისი და გარკვეული სიახლეები გვექნება ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც გულისხმობს ვერიფიკაციის აპარატების სინქრონიზებას. ეს არის დამატებით ახალი მოდული, რომელიც საერთაშორისო ვენდორმა კომპანიამ  ჩვენი მოთხოვნით მოამზადა“,-აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

სენაკის შუალედურ არჩევნებზე სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატები სამივე საარჩევნო უბანზე იქნება გამოყენებული. ამომრჩეველს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეეძლება მისვლა და რეგისტრაციის (ვერიფიკაციის) პროცედურის გავლა, რაც თავის მხრივ შეამცირებს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგებს.

სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით სენაკის საოლქო და საუბნო კომისიის წევრები შესაბამის გადამზადებას 16 სექტემბრიდან გაივლიან.

ვიდეო გალერეა

ცესკოში სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატის პრეზენტაცია გაიმართა

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    12
3
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia