საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების შეხვედრები სტუდენტებთან

31.05.2022
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს. ამჯერად საქართველოს 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტები საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ და მათგან ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეს როგორებიცაა საარჩევნო რეფორმის სიახლეები, ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო სერვისები და ის ტექნოლოგიური სიახლეები, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ბოლო პერიოდში პილოტის სახით განახორციელა.

სტუდენტებთან შეხვედრები საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანიც საარჩევნო ადმინისტრაციის ამომრჩევლებთან კომუნიკაციის გაძლიერება და მათთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხზე ინფორმაციის მიწოდებაა.

საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან ონლაინ ფორმატში 5-25 მაისს  გაიმართა  და მასში მონაწილეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ალტე უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 130-მდე სტუდენტმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან პარტნიორობის ფარგლებში ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ყოველწლიურად ახორციელებს საავტორო პროგრამას საარჩევნო სამართლის დარგში. ამჟამად 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრული სწავლება იურიდიული, სოციალური მეცნიერებების და ჟურნალისტიკის ფაკულტეტების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ხორციელდება. სწორედ ამ პროგრამის ნაწილი იყო საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელების შეხვედრები სტუდენტებთან.

მსგავსი პროექტების განხორციელება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის განმტკიცებას.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
ივნისი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
282930   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2022 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia