საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკოს, სწავლების ცენტრსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მემორანდუმს ალტერბრიჯი შეუერთდა

07.03.2022
ბეჭდვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო), საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს (სწავლების ცენტრი) და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს საარჩევნო სამართლის დარგში სასწავლო პროგრამის განხორციელების შესახებ დღეს ალტერბრიჯი - მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი შეუერთდა.

მემორანდუმი არჩევნების საჯაროობისა და საარჩევნო პროცესის საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებზე საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ინტენსიური სასწავლო პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს და 2010 წლიდან მოქმედებს. ცესკოს, სწავლების ცენტრისა და ალტერბრიჯის ხელმძღვანელებმა მემორანდუმს ხელი დღეს პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში მოაწერეს.

ამჟამად, ცესკო და სწავლების ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს თბილისსა და რეგიონებში მოქმედ 15 უნივერსიტეტთან. შეხვედრაზე, დამსწრე პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორებმა და დეკანატის წარმომადგენლებმა საარჩევნო სამართლის დარგში ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული საავტორო სასწავლო პროგრამის შედეგები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, სასწავლო პროგრამა უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ხორციელდება, რამაც განაპირობა პარტნიორთა ქსელის ზრდა.

„საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საარჩევნო კულტურის განვითარება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ არაერთ საგანმანათლებლო პროგრამას ვახორციელებთ. მათ შორის არის საარჩევნო სამართლის კურსი, რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ 2010 წლიდან სწავლების ცენტრის ორგანიზებით ვახორციელებთ. საერთო ჯამში ამ საგანმანათლებლო პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების, სტუდენტების ინტეგრაციას საარჩევნო პროცესებში და მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებში“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. 

„დღევანდელ შეხვედრაზე გავუზიარეთ ერთმანეთს წლების მანძილზე სტუდენტებისთვის საარჩევნო სამართლის დარგში განხორციელებული სასწავლო პროგრამის შედეგები, შევაფასეთ და დავსახეთ ახალი ინიციატივები. მნიშვნელოვანია, რომ სწავლების ცენტრის საავტორო პროგრამას სტუდენტების მხრიდან აქვს პოზიტიური გამოხმაურება. სასწავლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ეცნობიან მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებს, მთავარი ამოცანა არის ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის განმტკიცება და დემოკრატიული ღირებულებების გათავისება“,-აღნიშნა სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა.

„ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი უნივერსიტეტის  ისტორიაში. მემორანდუმი დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად ბევრი საინტერესო პერსპექტივის განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს, ამიტომ მოხარული ვართ, რომ 15 უნივერსიტეტთან ერთად ჩვენი უნივერსიტეტიც ჩაება იმ პროცესებში, რასაც ჰქვია სამოქალაქო შეგნების,  სამოქალაქო აქტიურობის, არჩევნების სწორი მართვის, სწორი კომუნიკაციის და რაც მთავარია, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარება“,-განაცხადა ალტერბრიჯის ვიცე-რექტორმა მაკო ჯაოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.  

ცესკოს, სწავლების ცენტრსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საარჩევნო სამართლის დარგში სასწავლო პროგრამის განხორციელების შესახებ 2010 წლიდან მოქმედებს. დღემდე სასწავლო პროგრამა 6700-მდე სტუდენტმა გაიარა.

ვიდეო გალერეა

ალტერბრიჯი საარჩევნო სამართლის დარგში სასწავლო პროგრამის განხორციელების შესახებ მემორანდუმს უერთდება

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  1234
5
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia