საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

„ტრენერის პროფესიული უნარები და ონლაინ-სწავლების რესურსების გამოყენების ტექნიკა“ - ტრენერთა ტრენინგი

16.02.2022
ბეჭდვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა პროფესიული გადამზადების პროგრამა დაიწყო.

სასწავლო პროგრამა „ტრენერის პროფესიული უნარები და ონლაინ-სწავლების რესურსების გამოყენების ტექნიკა“  დღეს  ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და საარჩევნო რეფორმების, განვითარებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს, რომლებმაც ტრენერთა საკადრო რესურსის პროფესიული უნარების უწყვეტი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამ მიზნით სწავლების ცენტრმა განახლებული პროგრამა შეიმუშავა, რომელიც, სპეციალიზებული კურსის ფარგლებში, თანამედროვე გამოწვევებიდან გამომდინარე, ტრენინგების დისტანციურად ჩატარების მიმართულებით სწავლების კომპონენტის გაძლიერებას ითვალისწინებს.

ტრენერთა გადამზადების პროგრამას სწავლების ცენტრი ახორციელებს. ტრენინგში საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და ცესკოს აპარატის თანამშრომლები მონაწილეობენ. 9 ჯგუფად დაკომპლექტებული 180-მდე მონაწილე, დისტანციურ და პირისპირ ტრენინგების ფორმატში, ინტენსიურ სწავლებას გადიან შემდეგ საკითხებზე: ტრენინგის დაგეგმვა და სტრუქტურა; ტრენინგის პროგრამის დიზაინი; ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგია; ონლაინ რესურსების გამოყენების ტექნიკა (Zoom; Mentimeter; Kahoot.com); ტრენერის სახელმძღვანელოს/გზამკვლევის შედგენისა და გამოყენების ტექნიკა; პრეზენტაციის წარდგენა და სხვა პროფესიული უნარ-ჩვევები; ტრენინგის შეჯამება/შეფასების მექანიზმები.

ტრენერთა ტრენინგს 14 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით პერიოდში სწავლების ცენტრის წარმომადგენლები ჩაატარებენ.

ვიდეო გალერეა

„ტრენერის პროფესიული უნარები და ონლაინ-სწავლების რესურსების გამოყენების ტექნიკა“ - ტრენერთა ტრენინგი

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28
293031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia