საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალური ჯგუფების ტრენინგი მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის

19.10.2021
ბეჭდვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 8 საარჩევნო უბნის სპეციალური ჯგუფის  წევრები (სრული შემადგენლობით), 20 ოქტომბერს, გაივლიან სწავლების ცენტრის მიერ მომზადებულ სატრენინგო პროგრამას.

მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნის სპეციალური ჯგუფის წევრების, დამკვირვებლების, საარჩევნო სუბიექტების, მედია საშუალებების წარმომადგენლების მიერ სავალდებულო კარანტინის გავლის და კენჭისყრის შენობაში დაშვების წესი;
  • საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭიყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • კენჭისყრის პროცესი ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის გათვალისწინებით;
  • საარჩევნო უბნის დახურვა, ხმების დათვლამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • საარჩევნო ყუთების გახსნა და საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესი;
  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის ტექნიკა.

ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება, გათვალისწინებულია სხვადასხვა თემატური სავარჯიშოების შესრულება.

სასწავლო პროგრამის ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 6 ტრენერი. პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართება. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56
7
891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia