საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის

19.10.2021
ბეჭდვა

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადების მიზნით, ცესკოს სწავლების ცენტრმა სატრენინგო კონცეფცია განაახლა და პროგრამის განმახორციელებელ 144 ტრენერს შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩაუტარა.

1830 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგები ოთხ ეტაპად ჩატარდება, მათ შორის სამი ეტაპი  საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების გადამზადებას დაეთმობა, ხოლო დანარჩენი წევრები ტრენინგებს ერთ ეტაპად გაივლიან.

მნიშვნელოვანია, რომ N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში, სადაც არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში კვლავ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება, ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარდებათ პროფილური სასწავლო პროგრამით, პროცედურული სპეციფიკის გათვალისწინებით. 

შესაბამისი ტრენინგები ასევე განხორციელდება პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 8 საარჩევნო უბნის სპეციალური ჯგუფების და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნილი სპეციალური ჯგუფების წევრებისთვის.

არჩევნების I ტურის მაგალითზე საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის პროცესში იდენტიფიცირებულ ხარვეზებზე აქცენტირებით ტრენინგები პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება. საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები განახლებული სატრენინგო კონცეფციის ფარგლებში ყოველ ეტაპზე ინტენსიურ გადამზადებას გაივლიან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსების ტექნიკაზე. ამასთან, გათვალისწინებულია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა მიერ კენჭისყრის დღეს შესასრულებელი სხვა ფუნქციების არსებითი განხილვა და მათი შესრულების პრაქტიკა, შესაბამისი ეპიზოდური ინსცენირებებისა და სხვა სავარჯიშოების ფორმატში.

საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის ეფექტიანობის ზრდის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ტრენინგებზე კომისიების წევრთა მაქსიმალური დასწრება და ჩართულობა. სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართება. ტრენინგების ჩატარების ადგილებზე მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი ტესტის ჩატარება. 

კონცეფციის შესაბამისად ტრენინგების ჩატარება გათვალისწინებულია შემდეგ პერიოდში:

  • 1830 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგები (ოთხ ეტაპად): 21-27 ოქტომბერი
  • პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალური ჯგუფების წევრთა ტრენინგები (ერთ ეტაპად): 20 ოქტომბერი
  • სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნილი სპეციალური ჯგუფების წევრთა ტრენინგები (ერთ ეტაპად): 24 ოქტომბერი

დაზუსტებული გრაფიკები სწავლების ცენტრისა და ცესკოს ვებგვერდებზე გასაჯაროვდება. ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
121314
15
161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia