საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო შეხვედრა უსინათლო და მცირემხედველ ამომრჩევლებთან

28.09.2021
ბეჭდვა

რა სერვისებს სთავაზობს საარჩევნო ადმინისტრაცია უსინათლო და მცირემხედველ ამომრჩევლებს 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის არჩევნებში მონაწილეობისთვის და რა კეთდება საარჩევნო პერიოდში მათი ინფორმირების მიმართულებით - ეს ის საკითხებია, რომელიც ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა უსინათლო და მცირემხედველ ამომრჩევლებთან გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე განიხილეს. 

შეხვედრა ცესკოში შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ, ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარემ გახსნეს.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს კენჭისყრის დღის პროცედურები, მათ შორის ისეთი საკითხები როგორებიცაა: საუბნო კომისიის რამდენი წევრი იქნება უბანზე წარმოდგენილი, ვინ იქნება პასუხისმგებელი ნაკადის მოწესრიგებაზე და რა შეზღუდვები იმოქმედებს პანდემიის გათვალისწინებით. ასევე ისაუბრეს #4 კრწანისის ოლქის საპილოტე პროექტზე, რომელიც აღნიშნულ ოლქში არჩევნების ჩატარებას  ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ითვალისწინებს. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს, თუ როგორი იქნება ამ საარჩევნო ოლქში საარჩევნო ბიულეტენის ფორმა და ის ჩარჩო ფორმა, რომლის საშუალებითაც უსინათლო ამომრჩეველი კრწანისის ოლქში საკუთარ არჩევანს დამოუკიდებლად გააკეთებს.  

საინფორმაციო შეხვედრა ცესკოში არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ინიციატივით 27 სექტემბერს დისტანციურად გაიმართა და მას საქართველოს უსინათლოთა კავშირის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56
7
891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia