საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დასრულდა 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრული სწავლება პარტნიორ უნივერსიტეტებში

19.07.2021
ბეჭდვა

სწავლების ცენტრმა, პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაფორმებული ურთირთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 6 უმაღლეს სასწავლებელში საარჩევნო სამართლის საავტორო პროგრამა განახორციელა

სემესტრული სწავლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 357 (ქალი - 210, კაცი - 147) სტუდენტმა გაიარა.

პროგრამის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები არჩევნებთან დაკავშირებით დეტალურად გაეცნენ შიდასახელმწიფოებრივ რეგულაციებს და განიხილეს საერთაშორისო საარჩევნო პრაქტიკა. აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის დასასრულს, 2021 წლის 14 ივლისის ჩათვლით, სტუდენტებმა ფინალური გამოცდები ჩააბარეს.

აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების საფუძველზე, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული ზომებიდან გამომდინარე, განხორციელდა სასწავლო პროგრამის ადაპტირება და სასწავლო პროცესი ონლაინ  პლატფორმების გამოყენებით წარიმართა.

საარჩევნო სამართლის სასწავლო პროგრამის მორიგი ეტაპი 2020-2021 სასწავლო წლისთვის დაიწყება. სწავლების ცენტრის საავტორო პროგრამა 2010 წლიდან ხორციელდება. პროგრამა დღემდე 6300-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
მაისი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
24
2526272829
3031     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2022 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia