საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები იწყება (I ეტაპი)

24.08.2021
ბეჭდვა

2021 წლის 25 აგვისტოდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები იწყება.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ინტენსიური პროფილური სწავლების ფორმატში დეტალურად მიიღებენ ინფორმაციას კენჭისყრის დღემდე და კენჭისყრის დღეს საარჩევნო კომიისის მიერ განსახორციელებელ საქმიანობებზე, რაც მიზნად ისახავს საარჩევნო კომისიის მუშაობის ეფექტიანობის ზრდას, პანდემიის პირობებში უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას, ჩართული მხარეებისა და ამომრჩველებისთვის შესაბამისი სერვისის გაუჯობესებას, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის ხელშეწყობას.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები ექვს ეტაპად ჩატარდება. I ეტაპის ტრენინგები დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები და მათ უზრუნველსაყოფად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა როლის მნიშვნელობა, მანდატი ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის სამუშაო რეჟიმი და რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილებები; დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები;
  • საოლქო საარჩევნო კომისიებთან საუბნო საარჩევნო კომისიების კოორდინაცია/კომუნიკაცია (მათ შორის, საორგანიზაციო-ლოჯისტიკურ საკითხებზე: საარჩევნო დოკუმენტაციის და ინვენტარის გადაცემა საუბნო საარჩევნო კომისიისთვის; კენჭისყრის შენობის მოწყობა);
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში (მათ შორის, საკანონმდებლო სიახლე - ადაპტირებული საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა შეყვანის საკითხი);
  • ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში სანიტარულ - ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებები.

ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 202 ტრენერი (მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, რომლებიც ტრენერების სტატუსით ერთვებიან პროექტში).

სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართება. საქართველოს ჯანდაცვის უწყებასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ტრენინგების ჩატარების ადგილებზე მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი ტესტის ჩატარება. ტრენინგზე დაშვება განხორციელდება ტესტირების უარყოფითი შედეგის საფუძველზე.

I ეტაპის ტრენინგები 25 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდება. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
2021222324
25
26
2728293031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia