საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

„მეტი ქალი (თვით) მმართველობაში და ბარიერები, რომლებსაც ქალი კანდიდატები აწყდებიან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების პრიზმიდან“

28.07.2021
ბეჭდვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და ევროსაბჭოს ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე - „მეტი ქალი (თვით) მმართველობაში და ბარიერები, რომლებსაც ქალი კანდიდატები აწყდებიან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების პრიზმიდან“.  

შეხვედრა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა  გიორგი შარაბიძემ და ევროპის საბჭოს არჩევნებისა და სამოქალაქო საზოგადოების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ფრანკ დეშლერმა გახსნეს. 

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა შეხვედრის მონაწილეებს პრეზენტაცია „საკანონმდებლო სიახლეები და გენდერული კვოტები“ წარუდგინა, 

ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანმა ქრისტინა თოლორდავამ კი ცესკოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის, სტატისტიკის, სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამებისა და სხვა აქტივობების შესახებ ისაუბრა.

სამუშაო შეხვედრა დისტანციურად, გაიმართა და მასში ცესკოსა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ევროპის საბჭოს, საქართველოს პარლამენტის, პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფოტო გალერეა

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  123
4
5
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia