2021 წლის 20 ივლისიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის ხელშეწყობის მიზნით.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი).
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2021 წლის 15 ივლისის 10:00 საათიდან 19 ივლისის ჩათვლით, 24:00 საათამდე, დისტანციურად, ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: http://registration.cec.gov.ge/
გამოცდაზე დისტანციურად, ელექტრონული ფორმით, რეგისტრაციის ინსტრუქცია:
შევსებული ელექტრონული განაცხადის გაგზავნისთანავე გამოცდის ჩაბარების მსურველი ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად იღებს შეტყობინებას რეგისტრაციის დადასტურების შესახებ (გამოცდაზე გამოცხადების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით).
რეგისტრაციის მიზნით მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, 2021 წლის 15 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N138 (ცესკოს შენობა), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად გამოცდის ჩაბარების მსურველმა უნდა წარადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტირებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აკრედიტაციის მიზნით, დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განცხადებით უნდა მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, 2021 წლის 15 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N138 (ცესკოს შენობა), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა. საგამოცდო დარბაზში დაიშვება არა უმეტეს სამი დამკვირვებლისა (ერთი და იმავე ორგანიზაციიდან საგამოცდო დარბაზში დაიშვება მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აკრედიტაცია გაიარა მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ). აკრედიტირებული დამკვირვებლების რაოდენობის გათვალისწინებით, ჩატარდება წილისყრა საგამოცდო დარბაზში დამკვირვებლების დაშვების რიგითობის განსაზღვრის მიზნით.
სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N138 (ცესკოს შენობა). გამოსაცდელი სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ერთხელ, სარეგისტრაციო ბარათში მითითებული თარიღისა და დროის დაცვით (საგამოცდო ცენტრში გამოცხადება უნდა მოხდეს გამოცდის დაწყების დრომდე 10 წუთით ადრე). გამოსაცდელი, რომელიც არ გამოცხადდება გამოცდაზე ან დაგვიანებით გამოცხადდება, მოიხსნება გამოცდიდან. გამოსაცდელმა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადებისას თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი, რომელიც მოიცავს:
ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.
სასერტიფიკაციო გამოცდაზე უცვლელად გამოიყენება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული ტესტები (მათემატიკური ტესტების ნაწილში, გამოცდის ჩატარებისას იცვლება რიცხვითი მონაცემები).
გამოცდის მიმდინარეობისას დაცული იქნება პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია. პრევენციული ზომებიდან გამომდინარე, გამოცდის ჩაბარების მსურველი, ასევე დამკვირვებელი გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს სამედიცინო პირბადით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11 (17)
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |