საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი ინკლუზიური და მისაწვდომი ვიდეორგოლების საკითხზე

13.07.2021
ბეჭდვა

ინკლუზიური და მისაწვდომი ვიდეორგოლების შექმნის საკითხებზე 12 ივლისს ცესკოში ტრენინგი გაიმართა. სწავლებას, რომელიც ამ მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას ეფუძნება, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) ორგანიზებით შედგა; ონლაინ ტრენინგში,  ცესკოში შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრები, ცესკოსა და სწავლების ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა ის საერთაშორისო პრაქტიკა და სტანდარტი, რომელიც ამომრჩევლების ინფორმირების და განათლების მიზნით მომზადებული ვიდეოების შემუშავებისას გამოიყენება. ტრენინგზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ამ ტიპის ვიდეორგოლების შექმნის პროცესში აუცილებელია შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე პროფესიონალი კადრების ჩართულობა.

ტრენინგის ფარგლებში ასევე განიხილეს ინკლუზიური ვიდეოს ნიმუში, რომლის მაგალითზეც იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ინკლუზიური და მისაწვდომი მახასიათებლების იდენტიფიცირება და ინკლუზიური ვიდეორგოლის შემუშავება.

ტრენინგი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ინკლუზიის უფროსმა სპეციალისტმა რებეკა ააბერგმა და შშმ ამომრჩეველთა განათლების უფროსმა სპეციალისტმა ლასანტი დასკონიმ ჩაატარეს.

ფოტო გალერეა

  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
ივნისი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28
2930   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2022 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia