საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების შესწავლა - ცესკოს შენობაში პარტიების მიერ ინიცირებული იმიტირებული არჩევნები ტარდება

12.06.2021
ბეჭდვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს იმიტირებული  არჩევნები ტარდება. კენჭისყრის პროცესი ცესკოში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობების საკითხებზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის ორგანიზებით მიმდინარეობს.

საარჩევნო პროცედურების - ამომრჩევლის რეგისტრაციის (იდენტიფიცირების), ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სიაში 822 ამომრჩეველია რეგისტრირებული. იმიტირებული არჩევნებისთვის შეიქმნა საუბნო საარჩევნო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ცესკოს და სწავლების ცენტრის, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით. კენჭისყრას აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები.

„აღნიშნული პილოტი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს წინადადებები რაც გამოთქმულ იქნა სამუშაო ჯგუფში მონაწილე პარტიების მხრიდან,  ამ პილოტის შემდეგ განხილულ იქნას ყველა ის საფრთხე, რისკი, შესაძლებლობა თუ მნიშვნელოვანი წინსვლა გამჭვირვალობის კუთხით  მომზადდეს შესაბამისი ნიადაგი. ვთვლით, რომ აქედან გამომდინარე აღნიშნულ პილოტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, იმისათვის, რომ ყველამ ერთად - ჩართულმა მხარეებმა დავინახოთ და აღვნიშნოთ ყველა ის პლიუსი და მინუსი რაც შეიძლება მოჰყვეს საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებას“, აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მედიასთან საუბრისას.

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები პოლიტიკური პარტიების ინიციატივითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით 2021 წლის მარტიდან მიმდინარეობს. შეხვედრებში, ცესკოს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ წარმომადგენლები პოლიტიკური გაერთიანებებიდან - „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ევროპელი სოციალისტები“,  „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ და „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“.

ვიდეო გალერეა

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
ივლისი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    
1
23
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2022 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia