საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში

27.05.2021
ბეჭდვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოამზადა.

ანგარიში 2020 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელებული საქმიანობების აღწერას მოიცავს.

2020 წელს საარჩევნო ადმინისტრაციამ საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩაატარა. პარლამენტის არჩევნების (I და II ტური) ორგანიზების პროცესში გათვალისწინებული იყო ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევა და მათ შორის, განსაკუთრებით პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები.

ახალი გამოწვევების საპასუხოდ, საარჩევნო ადმინისტრაციამ შეისწავლა საერთაშორისო გამოცდილება, და მიიღო მრავალი სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილება. პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შედეგად შეიმუშავა კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი და განახორციელა კენჭისყრის პროცედურის ორგანიზებისთვის საჭირო პრევენციული ღონისძიებები.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლისთვის. ხელი შეუწყო ინკლუზიური საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ასევე, სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის ჩატარდა საგანმანათლებლო პროგრამები და ა.შ.

ანგარიშში ასახულია დეტალური ინფორმაცია საარჩევნო პროცესებისადმი ნდობის ამაღლების, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის, კიბერ საფრთხეების აცილებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ  განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში.

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
31     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia