2021 წლის პირველ აპრილს დასრულდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გამოცდის ჩაბარების ადგილად, სურვილისამებრ, შეერჩიათ თბილისის ან ქუთაისის საგამოცდო ცენტრი. რეგისტრაციის შედეგად გამოცდის ჩაბარების მსურველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა - 1977 მოქალაქე (ქალი: 1353, კაცი: 624), მათ შორის, თბილისის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირდა - 1410 მოქალაქე (ქალი: 973, კაცი: 437), ხოლო ქუთაისის საგამოცდო ცენტრში - 567 მოქალაქე (ქალი: 380, კაცი: 187).
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება 2021 წლის 7 აპრილიდან.
თბილისის საგამოცდო ცენტრში გამოცდები ჩატარდება 26 აპრილის ჩათვლით (მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N138, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა), ხოლო ქუთაისის საგამოცდო ცენტრში - 28 აპრილის ჩათვლით პერიოდში (მისამართზე: ქ. ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N31, N59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა).
სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს სარეგისტრაციო ბარათში მითითებულ მისამართზე, თარიღისა და დროის დაცვით, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.
გამოცდის მიმდინარეობისას დაცული იქნება პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია. პრევენციული ზომებიდან გამომდინარე, გამოცდის ჩაბარების მსურველი გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს სამედიცინო პირბადით.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |