საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

საგრანტო კონკურსები

პარტიების განვითარებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების პროექტების დაფინანსება

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის

15.11.2020
ბეჭდვა

2020 წლის 21 ნოემბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის პროფესიული გადამზადების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, 16-19 ნოემბერის პერიოდში, შესაბამისი საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის ინსტრუქტაჟი ჩაუტარდებათ.

პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება ორ ეტაპიანი სისტემით განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც I ეტაპი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ინსტრუქტაჟს დაეთმობა (9 წევრი თითო საუბნო საარჩევნო კომისიიდან, გარდა კომისიის ხელმძღვანელი პირებისა), ხოლო II ეტაპზე საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) პრაქტიკული სწავლება ჩატარდება.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები კომპეტენციის შესაბამისად ინფორმაციას მიიღებენ შემდეგ ძირითადი საკითხებზე:

  • კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ შესასრულებელი ფუნქციები;
  • ამომრჩეველთა მიერ ხმის მიცემის წესი (მათ შორის, ნების თავისუფალი გამოვლენისა და ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი);
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები;
  • საარჩევნო უბნის დახურვა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციები საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება/დათვლა/დალუქვის პროცესში;
  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა და საჯაროობა;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეაგირების მექანიზმები;
  • კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის წარმოება;
  • ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის შენობაში შესვლის/გამოსვლის და შენობაში ყოფნის/გადაადგილებისას დასაცავი სანიტარიულ - ჰიგიენური მოთხოვნები.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები უზრუნველყოფენ. ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში პრაქტიკულ სწავლებას გაივლის 1923 საუბნო საარჩევნო კომისია (მათ შორის, გამონაკლის შემთხვევაში პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 9 საუბნო საარჩევნო კომისია), რომლებიც არჩევნების მეორე ტურისთვის 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მოემსახურებიან ამომრჩევლებს.

საინფორმაციო-სასწავლო პროგრამის I ეტაპის გრაფიკები იხილეთ ბმულზე.

საინფორმაციო-სასწავლო პროგრამის II ეტაპის გრაფიკები იხილეთ ბმულზე.

გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
იანვარი 2021
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
2728293031
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2021 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia