საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სამუშაო შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი დამკვირვებლების ანალიტიკოსთა მისიის წარმომადგენლებთან

01.10.2020
ბეჭდვა

2020 წლის 30 სექტემბერს, სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი  ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი დამკვირვებლების ანალიტიკოსთა მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. დისტანციურ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის დაგეგმილი და უკვე განხორციელებული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამები.

სწავლების ცენტრის დირექტორმა ისაუბრა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული გადამზადების მიზნით შემუშავებული ინტენსიური ტრენინგების კონცეფციაზე; ასევე, ყურადღება გამახვილდა არჩევნებში ჩართული მხარეების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით სწავლების ცენტრის დირექტორმა მონაწილეებს გააცნო ცესკოსა და სწავლების ცენტრის თანამშრომლობით შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამები, რომლებიც, მათ შორის, განკუთვნილია პოტენციური ქალი კანდიდატებისთვის, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის.

ამასთან, შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით, შემუშავებული ახალი დისტანციური ელექტრონული სასწავლო  პროგრამის თაობაზე, რომლის მიზანია საჯარო მოსამსახურეების ცნობიერების ამაღლება ადმინისტრაციული რესურსების არამართლზომიერად გამოყენებისა და წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევის პრევენციის  საკითხებზე.

სწავლების ცენტრის დირექტორმა მისიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩევლებისთვის, მათ შორის ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და საინფორმაციო კამპანიაზე. შეხვედრაზე განხილულ იქნა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან საარჩევნო ადინისტრაციისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლობით, საგრანტო პროექტების ფარგლებში, განხორციელებული და მიმდინარე საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის პროგრამები, რომლებიც ეხმიანება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და ითვალისწინებს პროექტის ბენეფიციარებისთვის (პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ახალგაზრდები, ქალები, ეთნიკური უმცირესობები, შშმ ამომრჩევლები) ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხზე, მათ შორის როგორიცაა: დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი); ძალადობისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო; დეზინფორმაციის გავლენა სანდო საარჩევნო გარემოზე; ჩართული მხარეების საარჩევნო ეთიკა და პროფესიული სტანდარტები; წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოება და შეზღუდვები; ინკლუზიური საარჩევნო გარემო.

პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების ჩატარების მეთოდოლოგია, რომელიც, პროგრამების ხასიათიდან გამომდინარე, ითვალისწინებს ტრენინგების ჩატარებას როგორც დისტანციურად (ელექტრონული რესურსების გამოყენებით),  ისე პირდაპირი შეხვედრების ფორმატში (პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების სრული დაცვით).

 

 

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
31     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia