2019 წლის 25 ივნისს სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებულმა 39 ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პროექტების შემაჯამებელი პრეზენტაციები წარადგინა.
ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით დაფინანსებული 39 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტი მიზნად ისახავდა ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წახალისებას ისეთი პროექტების უზრუნველსაყოფად, რომელიც საზოგადოებაში საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის განვითარებას უკავშირდებოდა და ითვალისწინებდა დაფინანსებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საინფორმაციო/სასწავლო პროგრამის განხორციელებას და მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: საქართველოს არჩევნების ისტორია და თანამედროვეობა (სახელმწიფო მოწყობა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესი), აქტიური მოქალაქეობა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობა, საარჩევნო უფლებები და რეალიზება, გენდერული თანასწორობა არჩევნებში, ინკლუზიური არჩევნები (მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა საარჩევნო პროცესში), არჩევნების უსაფრთხოება, ჩართული მხარეების როლი დემოკრატიული არჩევნების უზრუნველსაყოფად, არჩევნების პოპულარიზაციისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის უზრუნველსაყოფად სხვა საკითხები.
საგრანტო კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციის პირობებში, ასევე უზრუნველყოფილ იქნა კონტრიბუცია საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, რომლის ფარგლებში საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა ჩაუტარეს ტრენინგები საგრანტო კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილი არასამთავრობო ორგანიზაციების საგრანტო პროექტების ბენეფიციარ მოქალაქეებს. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავდა მოქალაქეთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას შემდეგ საკითხებზე: დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი); ამომრჩევლის ჩართულობა საარჩევნო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე და საარჩევნო უფლებების რეალიზების მექანიზმები (მათ შორის, ამომრჩეველთა სიაში თავის გადამოწმება, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობის წესი, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა); საარჩევნო ადმინისტრაციის და სხვა ჩართული მხარეების ფუნქციები და როლი ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად; საარჩევნო ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხები.
დაფინანსებული საგრანტო პროექტები 2019 წლის 25 სექტემბრიდან - 25 ნოემბრის პერიოდში განხორციელდა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა.
2019 წლის 25 ივნისს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შემაჯამებელი პრეზენტაციები:
საკონკურსო თემატიკა: ამომრჩეველთა განათლება საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის განვითარებისათვის.