საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

საგრანტო კონკურსები

პარტიების განვითარებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების პროექტების დაფინანსება

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი „პერსონალური მონაცემების დაცვა“

21.02.2020
ბეჭდვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგი გაიარეს. სწავლება ცესკოს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება; მონაცემთა დამმუშავებლის ვალდებულებები; პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება; საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებების მიმოხილვა; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ზოგადი მიდგომები და რეკომენდაციები - ამ საკითხებზე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ტრენინგი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პროექტების და სამართლებრივი ანალიზის მენეჯერმა მარიამ ელყანაშვილმა და იურისტმა მაია დემეტრაშვილმა ჩაატარეს.

„გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო წელია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გეგმავს ცნობიერების ამაღლების აქტიურ კამპანიებს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით, მათ შორის საარჩევნო პროცესებში. სწორედ ამ ფარგლებში დღეს ცესკოს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი, რომლის მონაწილეებმაც მიიღეს ინფორმაცია საკანონმდებლო ვალდებულებების შესახებ, ასევე განვიხილეთ პრაქტიკული მაგალითებიც“,-აღნიშნა მარიამ ელყანაშვილმა.

ტრენინგში ცესკოს და სწავლების ცენტრის 20-მა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ერთობლივი ტრენინგებისა და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების შესახებ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია 16 იანვარს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. მარტის დასაწყისში დაგეგმილია ტრენინგი საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, რომლებიც, შემდგომ, ტრენინგზე მიღებულ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს გაუზიარებენ.

ფოტო გალერეა

  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
იანვარი 2021
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
1819
20
21222324
25262728293031
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2021 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia