2019 წლის 25 ნოემბრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ დღემდე სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდებოდა თბილისში მოქმედ საგამოცდო ცენტრში, წელს კი სერვისის გაუმჯობესების მიზნით დამატებით გაიხსნა ახალი საგამოცდო ცენტრი ქუთაისში და მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გამოცდის ჩაბარების ადგილად, სურვილისამებრ, შეერჩიათ თბილისის ან ქუთაისის საგამოცდო ცენტრი.
გამოცდები ელექტრონული ტესტირების მეთოდით მიმდინარეობს. გამოცდის ჩატარების ხანგრძლივობაა 1 საათი. თითოეული გამოსაცდელისათვის ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.
გამოსაცდელი სასერტიფიკაციო გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს სარეგისტრაციო ბარათში მითითებული ადგილას, თარიღისა და დროის დაცვით, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
გამოცდის ჩაბარების მსურველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა - 1122 (ქალი: 770, კაცი: 352), მათ შორის, თბილისის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირდა - 785 მოქალაქე (ქალი: 522, კაცი: 263), ხოლო ქუთაისის საგამოცდო ცენტრში - 337 მოქალაქე (ქალი: 248, კაცი: 89).
საგამოცდო პროცესი თბილისში 4 დეკემბერს, ხოლო ქუთაისში 5 დეკემბერს დასრულდება.
გამოცდა ტარდება მისამართებზე:
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.
იხილეთ გამოცდის ჩატარების წესი
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |