2019 წლის 25 ნოემბრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი).
გამოცდის მიმდინარეობაზე ზედამხედველობის მიზნით, საგამოცდო ცენტრებში დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტირებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აკრედიტაციის მიზნით, დაინტერესებულმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სერტიფიცირების საგამოცდო ცენტრებს, 2019 წლის 4 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის და უქმე დღეების გარდა, შემდეგ მისამართებზე:
საგამოცდო დარბაზში დაიშვება არა უმეტეს სამი დამკვირვებლისა (ერთი და იმავე ორგანიზაციიდან საგამოცდო დარბაზში დაიშვება მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აკრედიტაცია გაიარა მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ). აკრედიტირებული დამკვირვებლების რაოდენობის გათვალისწინებით, ჩატარდება წილისყრა საგამოცდო დარბაზში დამკვირვებლების დაშვების რიგითობის განსაზღვრის მიზნით.
იხილეთ გამოცდის ჩატარების წესი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11 (17)
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |