EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო - სასწავლო კურსი „პროექტის იმპლემენტაციის ფაზები, მონიტორინგი და ანგარიშგება“

სწავლების ცენტრის მიერ 2019 წლის 25 ივნისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა თემაზე - „პროექტის იმპლემენტაციის ფაზები, მონიტორინგი და ანგარიშგება“.

შეხვედრის მონაწილეებს სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ბერულავა მიესალმა, რომელმაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიების ფარგლებში, პრაქტიკული სწავლების ფორმატში სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა:

  • პროექტის იმპლემენტაციის ფაზები;
  • პროექტის შედეგების ჯაჭვი;
  • რისკების მართვა;
  • პროექტის მონიტორინგის სისტემა და ანგარიშგება.

ღონისძიება 3 ნაკადად თბილისში, 2019 წლის 24 – 25 სექტემბრის პერიოდში გაიმართა და მასში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების 43 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ქალი - 21 და კაცი - 22.