საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო განვითარების სკოლაში 500-ზე მეტმა ახალგაზრდამ სწავლა დაიწყო

16.07.2019
ბეჭდვა

„საარჩევნო განვითარების სკოლა“ თბილისსა და 25 მუნიციპალიტეტში გაიხსნა. 500-ზე მეტი ახალგაზრდა ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამის მიხედვით საარჩევნო საკითხებზე მიიღებს ცოდნას.

15 ივლისს სკოლები ერთდროულად გაიხსნა. ახალგაზრდებს ახმეტაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია შეხვდა, ხოლო წეროვანში თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე. მათ სტუდენტებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილეს 10 დღის განმავლობაში შესასწავლი საკითხების მნიშვნელობაზე და არჩევნებზე, როგორც დემოკრატიული პროცესების ხელშემწყობ აუცილებელ პროცესზე. როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მიზანმიმართულია ახალგაზრდებს გაუზარდოს ინტერესი საარჩევნო პროცესების მიმართ, ვინაიდან მათი აქტიურობა ამ სფეროში უმნიშვნელოვანესი პროცესია ქვეყნის განვითარებისთვის.

18-24 წლის ახალგაზრდები, „საარჩევნო განვითარების სკოლის“ სასწავლო პროგრამის ფარგლებში შეისწავლიან საარჩევნო სისტემებს, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ასპექტებს, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებს, მიიღებენ ინფორმაციას დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების, საქართველოში არსებული არჩევითი ორგანოების, არჩევნებში ჩართული მხარეების, გენდერული თანასწორობის, არჩევნების გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის შესახებ. სასწავლო კურსს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები უძღვებიან.

საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“ წელს უკვე მეხუთედ ხორციელდება. საპილოტე პროექტი 10 მუნიციპალიტეტში დაიწყო და მას შემდეგ სკოლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს უკვე სწავლება თბილისსა და 25 მუნიციპალიტეტში: გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, ახალგორში (წეროვანი, დევნილთა დასახლება), გორში, ხაშურში, ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ხონში, ქუთაისში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში იმართება.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ოქტომბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2
3
45678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia