საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო - სასწავლო კურსი „არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარება“

15.07.2019
ბეჭდვა

სწავლების ცენტრმა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საარჩევნო შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებული ახალი საინფორმაციო - სასწავლო კურსი განახორციელა. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2016 - 2018 წლების არჩევნებისთვის დამკვირვებლებად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და სწავლების ცენტრის  დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს, რომლებმაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლზე გაამახვილეს ყურადღება.  

ორ დღიანი საინფორმაციო-სასწავლო პროგრამის ფარგლებში სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს არჩევნების შეფასების საერთაშორისო პრაქტიკა და მათთან ერთად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

  • სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლი საარჩევნო პროცესში;
  • სადამკვირვებლო ორგანიზაციების საარჩევნო ეთიკა და ქცევის კოდექსი;
  • არჩევნების შეფასების საერთაშორისო სტანდარტები და პრინციპები;
  • საარჩევნო ციკლი და დაკვირვების პრიორიტეტები;
  • სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლი უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად;
  • საარჩევნო დავები და მისი გამომწვევი მიზეზები, საარჩევნო დავების მოგვარების საერთაშორისო სტანდარტები;
  • პარტნიორ/დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით (ზოგადი მიმოხილვა).

საინფორმაციო შეხვედრები 3 ნაკადად თბილისში, 2019 წლის 4 - 12 ივლისის პერიოდში გაიმართა და მასში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების 62 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა (დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე).

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
მაისი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526
27
2829
3031     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2022 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia