საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - პროფილური პროგრამა საოლქო საარჩევნო კომისიების პოტენციური იურისტებისთვის

31.05.2019
ბეჭდვა

ცესკო და სწავლების ცენტრი, 2019 წლის 20 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით პერიოდში, განახორციელებს სასწავლო პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საოლქო საარჩევნო კომისიების პოტენციური იურისტებისთვის“.

პროექტის ფარგლებში სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო კურსი ითვალისწინებს პროფილურ სწავლებას. ორ დღიანი სასწავლო პროგრამა ეთმობა კენჭისყრის დღის განცხადებებთან/საჩივრებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესის შესწავლას და მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობას.

სასწავლო პროგრამაში გამოყენებული პრაქტიკული სწავლების ფორმატში მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • საარჩევნო დავების გამომწვევი მიზეზები: კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე პროცედურული რისკების იდენტიფიცირება;
  • ადმინისტრაციული წარმოება;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ორგანიზება და მიმდინარეობა;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების მომზადება საარჩევნო დავებზე;
  • შესაგებელის ფორმა და რეკვიზიტები.

 ინფორმაცია სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის:

  • სასწავლო კურსის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება. სასურველია პროექტში მონაწილეობის მსურველ პირს გააჩნდეს იურისტად მუშაობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“ ან/და სასწავლო პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლა“ სერტიფიკატი.
  • პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2019 წლის 3 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა. რეგისტრაციისთვის საჭიროა პროექტში მონაწილეობის მსურველმა შეავსოს აპლიკაცია (იხ. აპლიკაციის ფორმა), რომელსაც დაერთვება შემდეგი დოკუმენტაცია:
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ფოტოასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ფოტოასლი;
  • საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის, სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“ სერტიფიკატი ან/და საარჩევნო განვითარების სკოლის სერტიფიკატის ფოტოასლი (არსებობის შემთხვევაში).
  • რეგისტრაციისთვის პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა შევსებული აპლიკაცია, თანდართული დოკუმენტაციით, უნდა წარუდგინოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას:   

 

N1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია

აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, ცესკოს შენობა

N2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისია

ვაჟა ფშაველას გამზ. #32

N3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისია

ვაჟა ფშაველას გამზ. #32

№4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისია

აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, ცესკოს შენობა

№5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისია

აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, ცესკოს შენობა

№6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისია

მესამე მასივი, კალოუბნის #18

№7 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ჯავახიშვილის ქ. #51

№8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისია

აღმაშენებლის გამზ. #140ა

№9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისია

სარაჯიშვილის ქ. #1

№10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისია

მუხიანი, მე-3 მ/რ, კორპ. #23

№11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისია

საგარეჯო, აღმაშენებლის ქ. #15

№12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისია

გურჯაანი, რუსთაველის ქ. №18

№13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისია

სიღნაღი, დ. აღმაშენებლის ქ. №13

№14 დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია

დედოფლისწყარო, რუსთაველის ქ. №29

№15 ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისია

ლაგოდეხი, ზაქათალას ქუჩა #44

№16 ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისია

ყვარელი,   ჭავჭავაძის ქ. №34

№17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისია

თელავი, დავითაშვილის ქუჩა #2

№18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისია

ახმეტა, ბ. ჩოლოყაშვილის ქ. №50

№19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისია

თიანეთი, რუსთაველის ქ. #54

№20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. #19

№21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისია

გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. #36

№22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია

მარნეული, რუსთაველის #69

№23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისია

ბოლნისი, აღმაშენებლის ქ. #68

№24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისია

დმანისი, წმინდა ნინოს #39

№25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისია

წალკა, არისტოტელეს #17

№26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია

თეთრიწყარო, თამარ მეფის #35

№27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. მცხეთა, აღმაშენებლის #51

№28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისია

დუშეთი, მ. კოსტავას #23

№29 ყაზბეგის საოლქო საარჩევნო კომისია

ყაზბეგი, აღმაშენებლის ქ. #9

№30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისია

კასპი, კოსტავას ქ. #16

№32 გორის საოლქო საარჩევნო კომისია

გორი, სამების ქ. #1

№33 ქარელის საოლქო საარჩევნო კომისია

ქარელი, თამარ მეფის ქ. #24

№35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისია

ხაშური, კოსტავას ქ. #7

№36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისია

ბორჯომი, წმინდა ნინოს  ქ. #11

№37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია

ახალციხე, რუსთაველის ქ. #45

№38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისია

ადიგენი, არტემ ბალახაშვილის ქ. #19

№39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისია

ასპინძა, ერეკლე მეორის ქ. #6

№40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისია

ახალქალაქი, ჯავახიშვილის ქ. #2

№41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია

ნინოწმინდა, თავისუფლების ქ. #23

№43 ონის საოლქო საარჩევნო კომისია

ონი, ქაფიანიძის ქ. #90

№44 ამბროლაურის საოლქო საარჩევნო კომისია

ამბროლაური, აღმაშენებლის ქ. #18

№45 ცაგერის საოლქო საარჩევნო კომისია

ცაგერი, რუსთაველის ქ. #41

№46 ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისია

ლენტეხი, თამარ მეფის ქ. #31

№47 მესტიის საოლქო საარჩევნო კომისია

მესტია, თამარ მეფის ქ. #14

№48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია

ხარაგაული, 9 აპრილის ქ. #46

№49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისია

თერჯოლა, რუსთაველის ქ. #117

№50 საჩხერის საოლქო საარჩევნო კომისია

საჩხერე, მაჭავარიანის ქ. #41

№51 ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისია

ზესტაფონი, წერეთლის ქ. #5

№52 ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისია

ბაღდათი, სააკაძის ქ. #5

№53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისია

ვანი, თავისუფლების ქ. #63

№54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისია

სამტრედია, რესპუბლიკის ქ. #6

№55 ხონის საოლქო საარჩევნო კომისია

ხონი, კაკაბაძის ქ. #2

№56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისია

ჭიათურა, ნინოშვილის ქ. #5ა

№57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია

ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. #8

№58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისია

წყალტუბო, ალ. ყაზბეგის ქ. #2ა

№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია

ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #31

№60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ოზურგეთი, დოლიძის ქ. #1

№61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისია

ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. #76

№62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისია

ჩოხატაური, დუმბაძის ქ. #35

№63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისია

აბაშა, ჯორჯიკიას ქუჩა

№64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისია

სენაკი, რუსთაველის ქ. #221

№65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისია

მარტვილის, გამსახურდიას ქ. #4

№66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისია

ხობი,  ცოტნე დადიანი ქ. #185

№67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია

ზუგდიდი, კოსტავას ქ. #58

№68 წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისია

წალენჯიხა, სალიას ქ. #3

№69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისია

ჩხოროწყუ, კოსტავას ქ. #22

№70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ფოთი, 26 მაისის  #7

№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია

ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. #27

№80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისია

დაბა ქედა, წერეთლის ქ. #2

№81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქობულეთი, მემედ აბაშიძის ქ. #10

№82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისია

შუახევი, სელიმ ხიმშიაშვილის ქ. #2

№83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისია

ბათუმი, ტაოს ქ. #1

№84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისია

ხულო, ტბელ აბუსერიძის ქ. #9

 

  • პროგრამაში მონაწილეობის მსურველ პირს, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისთვის წარადგენს სრულყოფილ დოკუმენტაციას, იმავე დღეს ჩაუტარდება ტესტირება, რომლის შედეგების მიხედვით მოხდება მონაწილეთა შერჩევა სასწავლო პროგრამისთვის. ტესტირება მოიცავს კითხვებს საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ჩატარდეს გასაუბრებაც.
  • პროგრამისთვის მონაწილეების შერჩევის პროცესში გათვალისწინებულ იქნება მონაწილეთა რაოდენობის ფარგლები, კერძოდ, არაუმეტეს ორი მონაწილისა ზემოთ მოცემულ ცხრილში აღნიშნული თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით.
  • პროგრამისთვის მონაწილეთა შერჩევის პროცესში გასაუბრების ეტაპის დანიშვნის შემთხვევაში დაზუსტებული თარიღის თაობაზე ინფორმირება, შერჩეული მონაწილეების ტრენინგზე მოწვევა, პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე მონაწილეებთან შემდგომი კომუნიკაცია განხორციელდება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინებების გაგზავნის ფორმით ან სატელეფონო კომუნიკაციის ფორმით.

შენიშვნა:

  • პროექტის მიზნიდან გამომდინარე, რომელიც ორიენტირებულია საოლქო საარჩევნო კომისიების პოტენციური იურისტების რესურსის გამოვლენა-განვითარებაზე, პროგრამისთვის მონაწილეების შერჩევისას არ განიხილება იმ პირთა დოკუმენტაცია, რომლებსაც გავლილი აქვთ სწავლების ცენტრის მიერ 2018 წელს განხორციელებული აღნიშნული სასწავლო პროგრამა, ასევე საქართველოს ადმინისტრაციის მოქმედი თანამშრომლების/წევრების დოკუმენტაცია.
  • არასრულყოფილად ან/და დაგვიანებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.

 დამატებითი ინფორმაცია:

  • „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - პროფილური პროგრამა საოლქო საარჩევნო კომისიების პოტენციური იურისტებისთვის“ ჩატარდება 2019 წლის 20 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ქ. თბილისში, მისამართზე: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ (ცესკოს შენობა). სასწავლო პროგრამის ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის წარმომადგენლები.
  • სასწავლო პროგრამა მოიცავს ორ სატრენინგო დღეს. სწავლების ცენტრის უზრუნველყოფს მონაწილეთა კვებით მომსახურებას, საჭიროებიდან გამომდინარე, ტრენინგის მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ასევე სასწავლო-საცხოვრებელი კომპლექსით მომსახურება. პროექტის ფარგლებში არ ანაზღაურდება მონაწილეთა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯი.
  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia