თანამშრომლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) მიერ ინიცირებული თანამშრომლობის ფარგლებში, სწავლების ცენტრმა უზრუნველყო ტრენერის პროფესიული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამის განხორციელება უსკოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის.
აღნიშნული მიზნად ისახავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ამომრჩევლებისათვის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიმართულებით უსკოს ინსტიტუციური გაძლირების ხელშეწყობას.
სწავლების ცენტრმა სასწავლო პროგრამა, 2018 წლის 23-25 აპრილის პერიოდში, ბათუმში ჩაატარა. ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე იყო ორიენტირებული, რომლის ფარგლებშიც უსკოს წევრები და აპარატის თანამშრომლები (15 მონაწილე) გაეცნენ შემდეგ ძირითად საკითხებს:
- ტრენინგის დაგეგმვა და სტრუქტურა;
- ტრენინგის პროგრამის დიზაინი;
- ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგია;
- ტრენინგის შეჯამება/შეფასების მექანიზმები;
- ტრენერის სახელმძღვანელოს/გზამკვლევის შედგენისა და გამოყენების ტექნიკა;
- ტრენერის პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევები;
- პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
სწავლების ცენტრი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში საარჩევნო კულტურის განვითარებას.