2018 წლის 14 მარტს გამოცხადებული სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულდა. სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოცდაზე 1399 მსურველი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 454 მონაწილე, ხოლო გამოცდა წარმატებით 112 მონაწილემ ჩააბარა (ქალი - 72, კაცი - 40), რომლებსაც ადგილზე გადაეცათ სერტიფიკატები.
აღსანიშნავია სერტიფიცირებული პირებისთვის შეთავაზებული სიახლე, რომელიც ითვალისწინებს მათი თანხმობის საფუძველზე პერსონალური მონაცემების (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, სქესი, მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა) გაცემის შესაძლებლობას საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებსა და ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებზე, ასეთი ინფორმაციის სწავლების ცენტრიდან წერილობით გამოთხოვის შემთხვევაში. ამ სერვისთან დაკავშირებით ცესკოს №13/2012 დადგენილებით დამტკიცებულ „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულებაში“ ასახული რეგულაციის თანახმად, პერსონალური მონაცემების გაცემაზე თანხმობის დაფიქსირება მოქალაქეებს შეეძლოთ გამოცდისთვის რეგისტრაციის ეტაპზე. ამასთან, ამ უფლების რეალიზება სერტიფიცირებულ პირებს ასევე შეუძლიათ გამოცდის დასრულების შემდგომ, პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და გაცემაზე თანხმობის შესახებ განცხადების სწავლების ცენტრისთვის წერილობითი წარდგენის საფუძველზე.
2018 წლის 14 მარტს გამოცხადებული სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარებულ 112 მოქალაქეთა შორის ზემოაღნიშნული მიზნებისთვის პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და გაცემაზე თანხმობა 93-მა განაცხადა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |