საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საგრანტო საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ

24.04.2018
ბეჭდვა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 24 აპრილის N113/2018 განკარგულებით თანხმობა მისცა სწავლების ცენტრის დირექტორს, „გრანტის გაცემის წესის“ შესაბამისად, 2018 წლის 16 აპრილს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საგრანტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე.

კომისია დაკომპლექტდა შესაბამისი გამოცდილების მქონე აკადემიური სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და სახაზინო/საბიუჯეტო დაწესებულებების წარმომადგენლებით.

საგრანტო საკონკურსო კომისია უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სწავლების ცენტრში წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასებას წინასწარ ობიექტურად განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.

საგრანტო კონკურსის პროცესი გამჭვირვალეა. სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და კონკურსის შედეგების პროაქტიულ გამოქვეყნებას ვებ-გვერდზე, ამასთან, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მოთხოვნის შესაბამისად.

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული შემდგომი ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსდება ვებ-გვერდზე.

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
სექტემბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829
30
 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia