საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

შეხვედრა ელექტრონული ხმის დათვლის საპილოტე პროექტთან დაკავშირებით

14.04.2018
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციამ 13 მაისის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლებს ელექტრონული ხმის დათვლის საპილოტე პროექტი გააცნო. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ შეხვედრაზე განმარტა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივა ელექტრონული ხმის დათვლის პრაქტიკულ განხორციელებას 2018 წლის 13 მაისის შუალედურ არჩევნებზე გულისხმობს, რაც კვლევის და უშუალოდ პროცესის შეფასების მიზნით ხორციელდება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ოფიციალური შედეგების დასათვლელად, ასევე განხორციელდება საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ხმის დათვლის პროცედურები. 

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის პროექტთან დაკავშირებით დეტალური პრეზენტაცია ცესკოს საარჩევნო პროცესებისა და საოქმო შედეგების განყოფილების უფროსმა მაია ფარქოსაძემ წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მიზნად ისახავს კვლევის საფუძველზე დაადგინოს თუ რამდენად მისაღები და გასაგები იქნება ამომრჩევლებისთვის და ჩართული მხარეებისთვის ახალი ტექნოლოგიები.

საარჩევნო ადმინისტრაციას, გარდამავალ პერიოდში მიეცა უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე განეხორციელებინა ქმედებები საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის საკითხებში (საარჩევნო კოდექსის 18516 მუხლის თანახმად) და აქედან გამომდინარე ცესკოს შესაბამისმა დეპარტამენტებმა და სწავლების ცენტრმა საპილოტე პროექტის განხორციელების მიზნით შესაბამისი პროცედურებიც შეიმუშავეს.

აღნიშნული საპილოტე პროექტის განხორციელებით საარჩევნო ადმინისტრაცია მიზნად ისახავს თანამედროვე და წარმატებული საარჩევნო ტექნოლოგიების საქართველოს საარჩევნო პროცესში ეტაპობრივად ინტეგრირების შესაძლებლობების განხილვას.

ელექტრონული ხმის დათვლის საპილოტე პროექტი, საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ, კანადურ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „DELIAN“-თან თანამშრომლობით და კანადის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223
24
2526
2728293031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia