2018 წლის 10 აპრილიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი).
გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტირებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
აკრედიტაციის მიზნით, დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განცხადებით უნდა მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს 2018 წლის 15 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ (ცესკოს შენობა), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა.
საგამოცდო დარბაზში დაიშვება არა უმეტეს სამი დამკვირვებლისა (ერთი და იმავე ორგანიზაციიდან საგამოცდო დარბაზში დაიშვება მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აკრედიტაცია გაიარა მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ). აკრედიტირებული დამკვირვებლების რაოდენობის გათვალისწინებით, ჩატარდება წილისყრა საგამოცდო დარბაზში დამკვირვებლების დაშვების რიგითობის განსაზღვრის მიზნით.
იხილეთ გამოცდის ჩატარების წესი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11 (17)
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |