მიმდინარე წლის 17 მაისს დაიწყო საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდები, რომელიც პირველად ხორციელდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც სერტიფიცირების მსურველთათვის ამარტივებს ტესტირების გავლის პროცესს.
სერტიფიცირების მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ ტესტირება ელექტრონულ რეჟიმში და საკმარისი ქულების დაგროვების შემთხვევაში მიიღონ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
უშუალოდ გამოცდის ხანგრძლივობა ერთ საათს შეადგენს. თითოეული გამოსაცდელისთვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 30 საგამოცდო ტესტი შეირჩევა. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.
11 აპრილიდან ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლო საგამოცდო ტესტები (რომლებიც უცვლელი ფორმით გამოიყენება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისას) ეხილა როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ისე საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ვებ-გვერდებზე.
27 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით სერტიფიცირებისთვის 2594-მა მსურველმა გაიარა რეგისტრაცია.
რეგისტრაციის პროცედურა ასევე საგრძნობლად იყო გამარტივებული. ინტერნეტის მეშვეობით მსურველს სულ რამდენიმე წუთში შეეძლო რეგისტრაციის გავლა; გამოცდაზე გამოცხადების თარიღის და დროის შერჩევა შეხედულებისამებრ იყო შესაძლებელი.
გამოცდაზე დაკვირვების უზრუნველყოფის მიზნით დარეგისტრირდა ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია:
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |