საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა II ეტაპის ტრენინგები 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის

25.09.2017
ბეჭდვა

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 26 სექტემბერიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა II ეტაპის ტრენინგები, რომელიც დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას და განხილულ იქნება შემდეგი ძირითადი სასწავლო მოდულები:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში (ამომრჩეველთა ერთიანი სია, სპეციალური სია და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი);
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს (საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები,  კენჭისყრის პროცესი, საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება);
  • შშმ ამომრჩევლების საარჩევნო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა; 
  • კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები;
  • კონფლიქტების მართვა.

საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდება კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად ტრენინგის მონაწილეები განახორციელებენ კენჭისყრის დღის ეპიზოდურ ინსცენირებას (მათ შორის რეგისტრატორის ფუნქციების შესრულების სავარჯიშო). საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა საქმიანობის წესი და კენჭისყრის დღის პროცედურები ტრენინგზე  ასევე განიხილება სასწავლო ფილმის ჩვენების ფორმატში. 

ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ცვლილებები აისახება დაუყოვნებლივ.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
29
3031     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia