EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორებისთვის (II ეტაპი)

სწავლების ცენტრი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ტრენინგების კურსის განხორციელებას აგრძელებს.

აღნიშნული სასწავლო კურსის მიზანია ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა, მათ მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებული პირებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების სერვისის უზრუნველსაყოფად.

2017 წლის 23 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგების II ეტაპი, რომლის ფარგლებშიც საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორები გაეცნენ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს:

  • ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი
  • ამომრჩეველთა სპეციალური სია და მისი ფორმირების წესი
  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სია და მისი ფორმირების წესი
  • ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნება
  • საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელის რეგისტრაცია და უფლებრივი მდგომარეობა
  • დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია და დამკვირვებლების უფლებრივი მდგომარეობა
  • მედიის აკრედიტაცია და უფლებრივი მდგომარეობა

ტრენინგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.

ტრენინგების მომდევნო ეტაპის განხორციელება ოქტომბრის თვეში იგეგმება.