საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების შესახებ

12.04.2012
ბეჭდვა

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2012 წლის 9 მარტის დადგენილებით დაამტკიცა ახალი დებულება „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების შესახებ“.

აღნიშნული დებულების თანახმად, შეიცვალა სერტიფიცირების წესი:

  • გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ონლაინ რეჟიმში, სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზე;
  • გამოცდა ჩატარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით.

გამოცდის ხანგრძლივობაა 1 საათი. თითოეული გამოსაცდელისათვის შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი, რომელიც მოიცავს:

  • საქართველოს კონსტიტუციიდან - 6 კითხვას;
  • საქართველოს ორგანული კანონიდან ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” - 17 კითხვას;
  • ზოგადი უნარებიდან (მათემატიკური ნაწილი) - 5 კითხვას;
  • ზოგადი უნარებიდან (ვერბალური ნაწილი) - 2 კითხვას.

საგამოცდო ტესტების შერჩევა განხორციელდება ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით.

ცესკოს 2012 წლის 11 აპრილის სხდომაზე დამტკიცდა სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტები (პასუხებით):

  • საქართველოს კონსტიტუციიდან - 600 ტესტი;
  • საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ – 1800 ტესტი;
  • ზოგადი უნარებიდან (ვერბალური ნაწილი) - 100 ტესტი;
  • ზოგადი უნარებიდან (მათემატიკური ნაწილი) - 21 ტესტი (ნიმუშის სახით).

დამტკიცებული საგამოცდო ტესტები უცვლელი ფორმით გამოიყენება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისას, გარდა მათემატიკური ტესტებისა (გამოცდის ჩატარებისას შეიცვლება მხოლოდ რიცხვითი მონაცემები, ტექსტური ნაწილი უცვლელი დარჩება).

 

  • მიმდინარე გამოცდა
  • დასრულებული გამოცდა
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
31     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia