საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

საგრანტო კონკურსები

პარტიების განვითარებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების პროექტების დაფინანსება

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი „საარჩევნო განვითარების სკოლის“ ტრენერებისთვის

13.07.2017
ბეჭდვა

ცესკომ და სწავლების ცენტრმა „საარჩევნო განვითარების სკოლის“ ტრენერთა ტრენინგი (ToT) ჩაატარა. 5 დღის განმავლობაში 48 ტრენერმა გაიარა საჭირო სწავლება, რის შემდეგაც „საარჩევნო განვითარების სკოლების“ სასწავლო კურსი ჩატარდება.

ტრენინგის მონაწილეებმა, რომლებმაც გადამზადება გაიარეს, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები არიან. სასწავლო კურსს  ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლები ახორციელებენ. ტრენერები საარჩევნო განვითარების სკოლებში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიც არის: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა, ასევე ევროპარლამენტის არჩევნები.

პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“ წელს უკვე 23 მუნიციპალიტეტში (გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, გორში, ახალგორში (წეროვანი - დევნილთა დასახლება), ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში) ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ სასწავლო კურსის მეშვეობით გაიზრდება სამოქალაქო ჩართულობა და მოხდება არჩევნების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.

„საარჩევნო განვითარების სკოლა“ ევროპის საბჭოს (CoE) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით ატარებენ.

ტრენერთა ტრენინგი 8 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ცესკო
აპრილი 2018
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324
25
26272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2018 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia